პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ მიერ დაგეგმილი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება საკრებულოში მყარი უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი იქნება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას.

„ჩვენი სიის პირველი ნომერია ლევან ჟორჟოლიანი. ის არის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა ასაკში გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით საკუთარი ქალაქის და მოქალაქეების სამსახურში.

მეორე ნომრად ოთარ გრიგოლიაა წარმოდგენილი - საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეა და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი.

სიაში შემდეგი კანდიდატი თინათინ ნიბლოშვილია, მან ბევრი გააკეთა თბილისის სიმბოლიკის შესაქმნელად, ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეების სახელის უკვდავსაყოფად.

სიის მეოთხე ნომერია გიორგი ჩაკვეტაძე, გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, 2017 წლიდან - საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გიორგი წლებია აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემდეგ, ახალი ენერგიით განაგრძობს საკუთარ საქმიანობას საკრებულოში.

ამ ადამიანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ნიკო კახეთელიძე გამორჩეული კვალიფიკაციის კადრია, ის განსაკუთრებით კარგად იცნობს ჩვენს ქალაქს და თბილისის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ ახალგაზრდა, მაგრამ ამავდროულად გამოცდილ წევრს, ნინო ვარდოსანიძეს. ის იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრია, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. ნინო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, დღეს კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანაშემწეა.

სიის მეშვიდე ნომერი, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და მხარდამჭერი, ჩვენი ერთგული თანამებრძოლი - აკაკი ალადაშვილი. აკაკის საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2016 წლიდან ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

ვფიქრობ, გიორგი ახვლედიანს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილეა, გამორჩეულად კარგად ერკვევა საკრებულოს მუშაობის სპეციფიკაში.

ჩვენი სიის მეცხრე წევრი ნინო რუხაძეა, ადამიანი, რომელსაც საჯარო თუ კერძო სექტორში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცილება აქვს.

მინდა წარმოგიდგინოთ ლევან აბაშიძე. საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილებასთან ერთად, ლევანს საპარლამენტო ცხოვრებაშიც აქვს მიღებული მონაწილეობა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსის პოსტს იკავებდა.

ჩვენი სიის მეთერთმეტე ნომერია გურამ ოქროპირიძე, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი პროფესიონალი. 2017 წლიდან გურამი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი იყო, 2018 წლიდან დღემდე კი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა.

ჩვენი გუნდის კიდევ ერთი იმედისმომცემი წევრია ანა კაკაბაძე, ის წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული სტუდენტების ცხოვრებაში. იმედი მაქვს, საკუთარ გამოცდილებას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას მოახმარს.

წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს, ყველასთვის კარგად ნაცნობ ადამიანს, ვლადიმერ ბოჟაძეს, რომელიც წლებია სამოქალაქო სექტორში პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი, გამორჩეული და კვალიფიციური პროფესიონალია.

ჩვენი სიის კიდევ ერთი გამორჩეული წევრია ალექსანდრე ხუჯაძე. მან იცის გუნდურობის ფასი და ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის რესურსი აქვს.

მარიამ ზაქარიაშვილი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული წევრია. მარიამი სამართლის სპეციალისტია, კეთილსინდისიერი, გულანთებული ახალგაზრდა, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციის აპარატში მუშაობს.

ჩვენი სიის წევრია ლევან დავითაშვილი, ძალიან გამოცდილი და წარმატებული მენეჯერი. ლევანი წინა მოწვევის საკრებულოში აქტიურად იყო ჩართული მოქალაქეების პრობლემების მოგვარების საქმეში და ახლაც, იმედი მაქვს, ჩვენთან ერთად გააგრძელებს თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვას.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია შალვა ოგბაიძე, საკუთარი საქმის გამორჩეული პროფესიონალი. სატრანსპორტო მიმართულებით მისი ცოდნა ფასდაუდებელია, რაც ჩვენი გუნდის მიერ რეფორმების შემუშავების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენი გუნდის მომდევნო წევრი ნათია მოდებაძეა. პუნქტუალური და ენერგიული ადამიანია, რომელსაც პროფესიული გამოცდილება მრავალი მიმართულებით აქვს მიღებული. 2016 წლიდან ნათია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელია.

წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, ლევან არველაძეს. ის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დაუჭერთ და ლევანთან ერთად განვაგრძობთ დედაქალაქის განვითარებაზე ზრუნვას.

ჩვენი გუნდის მეოცე წევრია არჩილ გორდულაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი, ჩვენი თანაგუნდელი, ძალიან კვალიფიციური იურისტი და კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ადამიანი.

ჩვენი გუნდის კიდევ ერთი, ახალგაზრდა და გულანთებული წევრია ანა კილაძე. ანა საოცრად შრომისმოყვარე და პერსპექტიული ადამიანია.

ჩვენი გუნდის შემდეგი წევრია გიგა ბრეგვაძე, ფილოსოფიის მაგისტრი, რომელსაც როგორც აკადემიურ, ისე პოლიტიკურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, საოცრად ერთგულ და კეთილსინდისიერ ადამიანს, რომელსაც თბილისის საკრებულოში ყველა კარგად იცნობს. თათია ჩახვაშვილი ჯერ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, 2017 წლიდან კი თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის ხელმძღვანელია.

ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრია ვიტალი ონიანი, ახალგაზრდა, რომელსაც ასაკის მიუხედავად სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

წარმოგიდგენთ ჩვენი სიის ოცდამეხუთე წევრს, ახალგაზრდა და ენერგიულ ადამიანს - მარიამ გელაშვილს. მარიამი სამართლის სპეციალისტია და საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატში საქმიანობის გამოცდილებაც აქვს.

მწამს, რომ ჩემი თბილისელები მხარს დაუჭერენ ამ კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კანდიდატებს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და შვიდივე პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული წარმატებული გზის გაგრძელება შეუძლებელი იქნება მყარი უმრავლესობის გარეშე ქალაქის საკრებულოში. მეც და ამ ადამიანებს და მთელ ჩვენს გუნდს თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ორ ოქტომბერს არა მხოლოდ კახა კალაძე და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, არამედ ჩვენი დედაქალაქი გაიმარჯვებს. მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ქალაქს და ქალაქელებს.

მეტი სიცოცხლე ყველა უბანში!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.