პოლიტიკა
კახა კალაძე - არჩევნებს პირველივე ტურში გამარჯვებით დავასრულებთ
თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის სრული მხარდაჭერის იმედი აქვს და მეორე ტურის ჩატარების საჭიროებას გამორიცხავს.

„მადლობას ვუხდი თითოეულ თბილისელს იმ თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. უამრავი შეხვედრა მაქვს დღის განმავლობაში და ამ მხარდაჭერის იმედი მაქვს. პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს და გავიმარჯვებთ. ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, რომ მე ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google