პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს გამოვიდნენ "გენიოსი" პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური
რატომ ვლაპარაკობთ კიდევ წარსულზე?! იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის გამოწვევები ქვეყანაში, ჯერ კიდევ ეს ძალა პრობლემას უქმნის ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდეს და სტაბილურობას, სიწყნარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა. სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა.

„ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საფიქრალი და არა ის, ვინ ვის ლანძღავს და ვინ რას ლაპარაკობს ერთმანეთზე, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ჩვენ, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, მანამდეც რა თქმა უნდა, მთავრობამ, მთელმა გუნდმა, დავიწყეთ - დეტალურად ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვაპირებთ. გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, გვაქვს ხედვა და გეგმა, როგორ ამოვიყვანოთ ამ დიდი გასაჭირიდან ჩვენი მოსახლეობა. რა გვესმის ოპონენტებისგან მეგობრებო, არაფერი, გარდა შეურაცხყოფისა, ცილისწამებისა და ტყუილისა. ვნახეთ არნახული, ენით აღუწერელი, ბინძური პროპაგანდა და კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ.

დღეს გამოვიდნენ "გენიოსი" პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ უნდა გაუქმდეს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური, წარმოიდგინეთ, ხალხო, ოკუპირებულ ქვეყანაში, 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას აქვე, ათასი გამოწვევა არსებობს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მომდინარე და ამ დროს ეს ადამიანები, იმისთვის, რომ პირად პოლიტიკურ მიზანს რამენაირად მიაღწიონ, ამ პირადი ეგოს და პირადი ინტერესების გამო, ყველაფერს კადრულობენ. მათთვის არ არსებობს არავითარი ზღვარი, ყველა ზღვარი მოშალეს მათ, ჰქონდათ მოშლილი და რა თქმა უნდა, ახლა პირდაპირ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ზღვარი.

ერთ-ერთი მთავარი ალბათ მიზანი და ინტერესია სწორედ გუშინდელი ამ პროვოკაციისა, შეთქმულებისა არის ის, რომ რაიმენაირად რაღაც გარკვეული უთანხმოება თუ გაუგებრობა, შექმნილიყო, წარმოშობილიყო ეკლესიას და მთავრობას შორის. ის, რაც ამათ იკადრეს, გამოდიან პირდაპირ ახდენენ დისკრედიტაციას ჩვენი მღვდელმთავრების, ჩვენი სასულიერო პირების, რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა მოქალაქემ, მითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც მხარს უჭერს ჯერ კიდევ ამ მტრულ ძალას. ეს არის მტრობა და ღალატი, მეგობრებო, როცა შენ შენს საკუთარ ეკლესიას, სარწმუნოებას, ასე ექცევი და მთავარ საძირკველს, რაზეც დგას ჩვენი ქართველობა, რამაც დღევანდელობამდე მოიტანა ჩვენი ქართველობა, ჩვენი ხალხი.

მაგრამ, ხალხი ბრძენია, ხალხი არჩევს ტყუილს და სიმართლეს, ღალატს და ერთგულებას, თეთრს და შავს და მე მჯერა, რომ 2 ოქტომბერს კიდევ ერთი ვერდიქტი იქნება გამოტანილი ჩვენი ხალხის მიერ და ბეჭედს დავუსვამთ კიდევ ერთხელ ამ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ და რომელიც, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ 2 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დავასრულებთ და ყველა ქვეყნის მოღალატე და ამ შეთქმულებაში მონაწილე პირდაპირ თუ არამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, სახელმწიფომ კომპრომისი გამოიჩინოს ასეთი პროვოკატორების მიმართ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით შეუვალნი და უკომპრომისო იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელება, ყველაფერს აქვს საზღვარი, მეგობრებო. ქვეყანას, ხალხს სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ოკუპაცია, უამრავი სიდუხჭირე, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია, უმუშევრობა და გასაჭირი, რომელიც მოსახლეობას აქვს.“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.