პოლიტიკა
კახა კალაძე - საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები, ესენია კონკრეტული პროექტები
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაცია წარადგინა და დანარჩენი ხუთი პოლიტიკაც შეაჯამა.

კახა კალაძის თქმით, მისი პროგრამა კონკრეტული ხედვისგან და პროექტებისგან შედგება.

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები. ესენია კონკრეტული პროექტები, კონკრეტული ხედვა და რაც მთავარია, ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, ვინც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. ამის თქმის უფლებას მაძლევს განვლილი ოთხი წელი და ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები. ღირსეულად რომ ვუპასუხოთ მათ, სწორედ ამიტომ, ის პროექტები უნდა განვახორციელოთ, რაზეც ვსაუბრობთ ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა პირველ რიგში გამოყო ურბანული პოლიტიკა, კერძოდ კი დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება.

„აუცილებლად მოხდება ყველა ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია-განახლება, ასევე, ათასზე მეტი ქუჩის მოწესრიგება, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ასევე, მნიშვნელოვანია ძველი თბილისის განახლება. ეს არის ის მიმართულება, რომლითაც ვამაყობთ ამ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს: ორბელიანის მოედნის განახლება, დარეჯანის სასახლე, გუდიაშვილის მოედანი, რომლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში დამთავრდება. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავალამაზოთ ჩვენი ძველი თბილისი და აღვადგინოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკების მიმართულებით.

თბილისს აქვს რესურსი იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე გავხადოთ ჩვენი ქალაქი, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე შევიტანოთ თითოეულ უბანში. შესაბამისად, თხუთმეტი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა იგეგმება, ასევე გაგრძელდება სკვერების რეაბილიტაცია და რეკრეაციული ზონების აღდგენა. კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტია 300 ჰექტარი ტყის აღდგენა, რისთვისაც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენი ქალაქისთვის ეს არის სასუნთქი ფილტვები და მისი აღდგენა პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო ახალი პროგრამები, რომლის განხორციელებასაც ის გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, მათ შორისაა „არცერთი უსახლკარო თბილისელი“, რომლის ფარგლებში მერობის კანდიდატი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ოთხასი უსახლკარო ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას აპირებს.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების განხორციელებაზე, მათ შორის სხვადასხვა სივრცეების, ცენტრებისა და ჰაბების მოწყობაზე.

მისივე თქმით, ზემოთჩამოთვლილი პროექტების განხორციელება შეუძლებელია სწორი მართვის გარეშე, რასაც დღევანდელი პრეზენტაცია მიეძღვნა.

„ის რაზეც ვსაუბრობთ, შეუძლებელია გაკეთდეს, თუ არ არსებობს სწორი მართვა. შესაბამისად, ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გააკეთოს, რომელიც პირდება და აკეთებს. მერიაში ჩემი მოსვლიდან აქამდე 400 მილიონით არის გაზრდილი დედაქალაქის ბიუჯეტი, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. თბილისის ბიუჯეტი უნდა გახდეს ორ მილიარდამდე, მილიარდ შვიდასი მილიონი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ, მეტ ადამიანს დავუდგეთ გვერდში. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, განსაკუთრებით, ამ რთულ პანდემიურ ვითარებაში. ამ პოლიტიკის ნაწილია ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ღია მმართველობის პროექტები. მუნიციპალური სერვისები ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაუმჯობესეთ და არის რესურსი, რომ ის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება,
დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად
გაიმარჯვებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.
17:46 / 21.10.2021
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი
პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი
განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს
ჩხოროწყუში განუცხადა.
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა.
17:04 / 21.10.2021
კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ.
კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი
უწოდა.
კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.
16:37 / 21.10.2021
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე
წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის
განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან
შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის
მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.
16:35 / 21.10.2021
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.
13:22 / 13-10-2021
შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.
13:14 / 13-10-2021
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძმის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მისცეს. ბრალდებულს ახმეტაში ბადრაგი ჩაიყვანს.
12:07 / 19-08-2021
ეკონომიკა
ამ დროისთვის ჯუგაანი-ბოდბისხევი-წნორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
15:16 / 21-10-2021
სოფელ ჯიმითისა და ნანიანის მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს.
13:56 / 20-10-2021
სხვა ამბები
ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.
17:46 / 21-10-2021
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა.
17:04 / 21-10-2021
კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.
16:37 / 21-10-2021
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.
16:35 / 21-10-2021
რუსთავს განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ ეკონომიკაში, ქვეყნის ცხოვრებაში და სჭირდება მეტი ყურადღება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსთავს მიეცეს კიდევ უფრო სწრაფად განვითარების საშუალება.
16:32 / 21-10-2021
არჩევნები 2021
პარტია "ევროპული საქართველო" 2 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატებს, პოლიტიკურ ფიგურებს არჩევნების მეორე ტურებში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად წარადგენს. იმავე ქმედებისკენ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
13:33 / 13-10-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6561
USD
USD
1
3.1410
GBP
GBP
1
4.3346
TRY
TRY
1
0.3379
RUB
RUB
100
4.4164
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 4 / 16 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 6 / 18 °C
img
ლაგოდეხი 6 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 5 / 17 °C
img
ახმეტა 4 / 17 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.