პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ბათუმში და რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, 17:00 საათზე ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება.


დღესვე, 18:00 საათზე აქცია იქნება რუსთავის #12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველო პროტესტს იწყებს! 17:00 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან/თავისუფლების კვარტალი). ასევე, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!“- ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google