პოლიტიკა
საუბარი შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს, ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ- სააკაშვილის ექიმი
ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

ყიფშიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვიან ღამით მოინახულა. როგორც მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს და მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომელიც შიმშილობასთან არ არის დაკავშირებული.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა როგორც დამხვდა, არის პრინციპში ისეთივე, როგორც დილას. მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ შიმშილობასთან. საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს. რასაკვირველია, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. გუშინაც და დღესაც ჩაი დავლიეთ. პოზიცია არ შეცვლილა უკვე ერთი თვეა, რასაც ლაპარაკობდა დასაწყისში, იმას იმეორებს ახლაც“, - განაცხადა ყიფშიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google