პოლიტიკა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არსი - რა მოხდა და რატომ მოხდა?
2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებულმა ყარაბაღის ბოლო ომმა თითქმის 2 კვირაში 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარებს შორის შეტაკებები ყარაბაღის საზღვრებთან ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგულარულად ხდებოდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ორივე მხარე ბომბავდა იმ ტერიტორიებსაც, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. ზოგი წყაროს მიხედვით, თითოეულ მხარეს 5 000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, გარდაცვლილები არიან სამოქლაქო პირებიც.

თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ სომხეთი დანებდა. ცეცხლი შეწყდა და 9 ნოემბერს აზერბაიჯანმა გამარჯვება იზეიმა.

***
ყარაბაღი კავკასიაში, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ისტორიულად მისი მოსახლეობა შედგებოდა ეთნიკური სომხებისა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მცირე ჯგუფებისგან.

მე-18 საუკუნეში, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს, რუსეთმა კავკასიაში შექმნა გუბერნიები, მათ შორის 1849 ერევნის და 1859 წელს ბაქოს გუბერნი. ყარაბაღის დიდი ნაწილი შედიოდა ბაქოს, ნაწილიც - ერევნის გუბერნიაში.

როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახით არასდროს არსებულა.

„თავდაპირველად კავკასიაში ბატონობს ორი სახელმწიფო. ეს არის თურქეთი და ირანი. მერე შემოდის რუსეთი საქართველოს დახმარებით, სხვათა შორის. რუსეთი შემოდის ჯარებით, არღვევს გეორგიევსკის ტრაქტატს და იწყებს ირანის და თურქეთის განდევნას, რომლებიც მანამდე სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებს ფლობდნენ. მთელი დღევანდელი აზერბაიჯანი და სომხეთი იყო ირანი, დასავლეთ საქართველო იყო თურქეთის გავლენის ქვეშ.

შემოდის რუსეთი, რომელიც არის ძლიერი, ერთი ფეხით გაყრის ირანს, მეორეთი - თურქეთს. რუსეთი ქმნის გუბერნიებს, მათ შორის - ერევნის და ბაქოს გუბერნიებს. პირველად კავკასიის ისტორიაში ავლებს საზღვრებს, მისაღებს თუ მიუღებელს, მოსაწონს თუ მოუწონელს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საზღვრები მანამდე გავლებული არაა. მანამდე იყო ციხესიმაგრეები, ქალაქები, სოფლები და ასე ანაწილებდნენ მმართველები თავიანთ სამფლობელოებს.
მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი ცნებით არასდროს არსებობდა. ან იყო ბაქოს გუბერნიაში და ნაწილობრივ ან ერევნის ან ელიზავეტაპოლის გუბერნიაში.“

თითქმის მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ორივე ქვეყანა აღიარებული იყო როგორც რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, 1918 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია დაეცა, ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა და სომხებმა ხელახლა დაადგინეს თავიანთი ქვეყნების საზღვრები, კონფლიქტმაც არ დააყოვნა და მაშინვე დაიწყო დავა ამ რეგიონისთვის. 3 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა მთლიანად მიიერთა კავკასია. ამასთანავე გაავლო ახალი საზღვრები და 1923 წელს ყარაბაღმა ოფიციალურად მიიღო ავტონომიური ოლქის სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რასაც სომხების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

ეთნიკურმა სომხებმა მაშინვე მოითხოვეს ყარაბაღის ტერიტორიის სომხეთთან გაერთიანება, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1980-ანი წლებიდან საბჭოთა კავშირის ახალი ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა. 1987-88 წლებში ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა განაცხადეს, რომ აღარ სურდათ აზერბაიჯანელებთან ერთად ცხოვრება.

„სომხები ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანელები ზღუდავდნენ. მოკლედ, იყო უამრავი მიზეზი, ერთმანეთში არეული ტყუილი და მართალი, სომხების დიდი ნაწილი ცხოვრობდა ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონებში. ყარაბაღის სომხებმა თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა აზერბაიჯანთან, ჩვენ ვირჩევთ სომხეთს. ამან აზერბაიჯანულ მოსახლეობაში გაღიზიანება გამოიწვია და დაიწყო პირველი დაპირისპირება - სომხების დარბევა, სისხლისღვრა, ეთნიკური სომხების ბაქოდან და სუმგაიტიდან დევნა. 1991 წელს ირღვევა საბჭოთა კავშირი და ყარაბაღი რჩება პირისპირ მარტო ბაქოსთან. რუსეთი ხან ერთ მხარეს გადავიდა, ხან მეორე მხარეს და დაიწყო საშინელი სისხლისღვრა ყარაბაღში, რომელიც გაგრძელდა 93 წლამდე. შემდეგ ხელი მოეწერა მშვიდობას და ამასობაში სომხეთი გაძლიერდა. აზერბაიჯანში პრობლემები იყო და სომხეთმა დაიკავა არამარტო ყარაბაღი, არამედ გარშემო შვიდი რაიონი. “ - გვიყვება პაატა ზაქარეიშვილი.

სომხეთმა არ გაითვალისწინა, რომ ყარაბაღი ჯერ კიდევ ითვლებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიად და ასევე საკუთარ თავს ცნობდა ავტონომიურ ოლქად, ომის დაწყებამდე. ამ ყველაფრის შედეგად ასი ათასობით ეთნიკურ აზერბაიჯანელს მოუწია სახლების დატოვება.

სომხეთისა და აზრბაიჯანის დაძაბული ურთიერთობიდან ერთ-ერთი გამოსავლად, აზერბაიჯანელებისთვის სახლების დაბრუნება მოიაზრებოდა, მაგრამ აზერბაიჯანმა და სომხეთმა თვითონ განაცხადეს უარი შეთანხმებაზე. ამის ნაცვლად, სომხეთმა ყველა აზერბაიჯანული სოფლისთვის სახელების შეცვლა და ამავდროულად, ამ სოფლების ეთნიკური სომხებით დასახლება დაიწყო.

ამ მოვლენების პარალელურად, აზერბაიჯანი რევანშის აღებას ცდილობდა. 2008 წლიდან-2019 წლამდე მან მილიონობით დოლარი დახარჯა სამხედრო ძალების გასაძლიერებლად.

„სომხეთის არასწორი პოლიტიკა იყო, როცა ამ შვიდ რაიონში დაიწყო აზერბაიჯანული სახელების სომხურ სახელებად შეცვლა, მე ვლაპარაკობ ყარაბაღის გარშემო შვიდ რაიონზე. ამ ფონზე უკვე ნერვიულობა იყო მაღალი, აზერბაიჯანი შეიარაღებაზე გადავიდა. მისი თავდაცვის ბიუჯეტი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მთელი სომხეთის ბიუჯეტი. ამ ფონზე აშკარად ჩანდა, რომ გარდაუვალი იყო საშინელი აფეთქება. ფაშინიანმა (სომხეთის პრემიერ-მინისტრი) თქვა, რომ ყარაბაღი არის სომხეთი და წერტილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სომხეთი არ აპირებდა გადაეხედა ყარაბაღის პოლიტიკისათვის.

მე მგონი, ეს იყო აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი მიზეზი, მან გამოიყენა მომენტი და საკმაოდ ეფექტური სამხედრო ოპერაცია განახორციელა. თვენახევარში მოახერხა და დაიკავა უკვე ყოფილი ერთიანი ყარაბაღის გარკვეული ნაწილი, რამდენიმე ქალაქი დატოვა და იქ ეხლა რუსები დგანან ანუ აშკარად აზერბაიჯანმა მიაღწია წარმატებას ამ ფონზე. ეხლა უკვე მას ანგარიში აქვს არა სომხეთთან, არემედ რუსეთთან.“ - ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგის განმარტებით, ზოგადად კონფლიქტები ხდება და ვერ გვარდება იმიტომ, რომ ჩართულია სხვადასხვა მხარის ინტერესები და შესაბამისად, ეს მხარეები ცდილობენ სხვა მხარესთან შეთანხმებით, თავის ინტერესები დააკმაყოფილონ.
ასე მოხდა ყარაბაღშიც. აქ იყო როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის ინტერესებიც.

„ამბობდნენ, რუსეთი ეხმარებოდაო ორივე მხარეს. კი არ ეხმარებოდა, რუსეთს თავისი ინტერესები ჰქონდა, ის ყიდდა იარაღს როგორც სომხებზე, ისე აზერბაიჯანზე, უსასყიდლოდ კი არ გადასცემდა. სომხებს ასე ვთქვათ, თავის ფასში ასყიდებდა, აზერბაიჯანს კი - უფრო ძვირად, ასე ვიტყოდი, საბაზრო ფასში, იმიტომ, რომ სომხეთი, ისევე როგორც რუსეთი, არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ("ოდეკაბე") წევრი და აზერბაიჯანი - არა. ამიტომ არ მესმის ის, როცა სომხები ბრაზობენ რუსებზე - რატომ ყიდის იარაღს აზერბაიჯანზეო და ასევე - როდესაც აზერბაიჯანელები ბრაზობენ, რატომ ჰყიდის იარაღს სომხებზეო. ეს ბაზარია, მე თუ არ მივყიდი, მიჰყიდის სხვა. ასე რომ, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს.“

ზაქარეიშვილის განმარტებით, ყარაბაღის ომმა აჩვენა ახალი რეალობა - 100 წლის შემდეგ კავკასიაში შემოვიდა თურქეთი. აზერბაიჯანის ასეთი წარმატება განაპირობა ერთადერთმა ფაქტორმა - თურქეთის მხარდაჭერამ პოლიტიკურად, დიპლომატიურად, ეკონომიკურად და სამხედრო კუთხით.

„პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთმა 1921 წლის თებერვალში მოახდინა თბილისის ოკუპაცია და მთლიანად დაიპყრო რა სამხრეთ კავკასია ბოლშევიკურმა იმპერიამ რუსეთმა ყარსის ხელშეკრულებით მთლიანად განდევნა თურქეთი სამხერთ კავკასიიდან. ეხლა პირველად ზუსტად 100 წლის თავზე თურქეთი ბრუნდება კავკასიაში აზერბაიჯანის საშუალებით. მათ აქვთ ერთი კულტურა, ერთი ენა, რელიგია და ამიტომ თურქეთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცივილიზაციურად ბრუნდება კავკასიაში.

რუსეთი არსად წასულა, მაგრამ შემოვიდა სხვა სახელმწიფო. წარმოიდგინეთ, გალიაში არის ერთი სპილო და შეიყვანეს მეორე, რა სივიწროვეა. ანუ ეს მომენტია ახლა - ორი დიდი სახელმწიფო დღეს ცდილობს თავისი გავლენების რეალიზაციას სამხრეთ კავკასიაში, ამას ემატება საქართველოს მიერ რუსეთის ყოვლად მიუღებლობა.

თურქეთი პარტნიორია რუსეთის, მაგრამ არა მეგობარი სახელმწიფო, მას თავისი ინტერესები გააჩნია. აზერბაიჯანს თავისი ინტერესები აქვს - რუსეთს იყენებს თავისი ინტერესების რეალიზაციისთვის, ამიტომ, სულაც არ არის მისი მეგობარი, უბრალოდ, თუ რუსეთი არ იქნება ისეთი, როგორც აზერბაიჯანს აწყობს, მას თავისი ანგარიშები აქვს. საქართველო მოწინააღმდეგეა რუსეთის, ასე რომ, რუსეთს კავკასიაში არავინ არ მიესალმება, გარდა სომხეთისა, რომელიც მეტნაკლებად ენდობა მას.

სომხეთის საზოგადოებაში დაიწყო ანტირუსული განწყობა, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით უმრავლესობა. თანაც, სომხეთს არ აქვს საზღვარი რუსეთთან. რუსეთთან საზღვარი აქვს საქართველოს, მის მტრულ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ასევე, აზერბაიჯანს, რომელსაც თავისი პრაგმატული გათვლები აქვს რუსეთთან და თურქეთთან აკავიშრებს მეგობრობა. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო, საქართველო მიისწრაფის ნატოსკენ, საქართველო და თურქეთი არიან შავ ზღვაზე, შავ ზღვაზეა უკრაინა... ასე რომ, მთელი კასკადია საკითხებისა, რომელიც არ არის რუსეთის სასარგებლოდ.

საქართველოს უნიკალური როლი აქვს ასეთ დროს იმიტომ, რომ ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია პირდაპირ შეუტიოს რუსეთს და უთხრას, რომ ვერ ვხედავ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ, რომ მას ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. სხვა ყველა სახელმწიფო ეფერება, ეთამაშება, რიტუალურ ცეკვებს ახორციელებს რუსეთის გარშემო. მარტო საქართველო არ აკეთებს ამას.

მეორე უნიკალური როლი საქართველოსი არის ის, რომ კარგი ურთიერთობები აქვს კავკასიის ყველა ქვეყანასთან: სომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც და თურქეთთანაც. რუსეთი არ არის კავკასიის ქვეყანა, ის კავკასიის ქედს მიღმაა. ამ ფონზე, საქართველოს აქვს უნიკალური შანსები ახალი რეალობა შექმნას თურქეთთან ერთად. “

ექსპერტის შეფასებით, აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტიდან, ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო აზერბაიჯანმა, რომელმაც ფაქტობრივად რეალურად აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და არ აპირებს ამის გადახედვას. მან დროებით, ხუთი წლით დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშვიდობო კონტინგენტით იმ პირობით, რომ შეიძლება ხუთი წლის შემდეგ გადახედონ პოზიციებს.

რმადენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის ჯარების უკან სომხეთის ჯარისკაცები დგანან, რაც მათთვის მიუღებელია. აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ არანაირი სტატუსი არ უნდა ჰქონდეს ყარაბაღს.

„ლაპარაკია შემდეგზე: აზერბაიჯანი ამბობს, რომ ჩვენთან ცხოვრობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნოსის ხალხი, საქართველოშიც არიან სომხები, მაგრამ არავითარი ავტონომია არ აქვთ და ცხოვრობენ ნორმალურად. ჩვენთან აქ ყარაბაღის სომხები ჩვენი მოქლააქეები არიან, ჩვენ ისინი გვიყვარს, პატივს ვცემთ. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები - არანაირი სტატუსი. სომხეთი უკვე ხედავს, რომ ყარაბაღისგან დამოუკიდებლობა არ გამოვა, მაგრამ ცდილობს, დასავლეთის მხარდაჭერით, რაღაცა სტატუსს მიაღწიოს აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩენილი სომხური მოსახლეობისათვის და ბრუნდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებენ რუსები.“ - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე განმარტებით, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს საზღვარი ზუსტად დადგენილი არ იყო რესპუბლიკებს შორის. საზღვარი დადგენილი იყო საბჭოთა კავშირსა და სხვა სახელმწიფოებს შორის, მაგალითად ირანთან, თურქეთთან, მაგრამ არა შიგნით რესპუბლიკებში.

ასე ხდება სომხეთ-ეზერბაიჯანის სიტუაციაშიც. როგორც კი დამთავრდა ყარაბაღის ომი და აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, გავიდა ისტორიული საბჭოთა კავშირისდოინდელ საზღვარზე და აღმოჩნდა, რომ საზღვარი დაუდგენელია. ამიტომ აზერბაიჯანმა დაიკავა ტერიტორია, რომელსაც თავისად თვლის; თუმცა, სომხეთი ამბობს, რომ ეს არ ყოფილა მისი.

„ამიტომ სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც უნდა ჰქონდეს დემარკაცია დელიმატაციის კომისია, საჭიროა დასხდნენ და გაიარონ, სანტიმეტრ სანტიმეტრ, მეტრ მეტრ უნდა მოიარონ ყველა საზღვარი, როგორი იყო ამ რუკებით, როგორი იყო იმ რუკებით. ბუნებრივია, რაღაცაზე იტყვის აზერბაიჯანი, რომ ჩემი ტერიტორია იყოო, სომხეთიც იტყვის - ჩემი იყოო და ამაზე თუ ომს დაიწყებენ, ეს არ იქნება კარგი ვარიანტი, მაგრამ საჭიროა გამოსავლის ძებნა.“




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების
მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების
პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული
სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.
13:22 / 14.01.2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.
15:28 / 13.01.2022
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ყაზახეთში
მიმდინარე პროცესებს.
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს.
14:36 / 10.01.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
12:53 / 10.01.2022
სამართალი
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.
11:12 / 11-01-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში “ენერგო პრო ჯორჯიას" კუთვნილი ელექტროსადენები მოიპარეს.
15:25 / 10-01-2022
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულსა და საგარეჯოში  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
11:06 / 08-01-2022
ეკონომიკა
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 17.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. განცხადებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
14:55 / 10-01-2022
სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი - როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გაიზარდა. ტარიფი გაზრდილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც . ინფრომაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სემეკი ავრცელებს.
11:33 / 10-01-2022
სხვა ამბები
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.
13:22 / 14-01-2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.
15:28 / 13-01-2022
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს.
14:36 / 10-01-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
12:53 / 10-01-2022
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ, კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ, ხუთშაბათს დაადასტურა მონაცემები ქვეყნის მიერ წინა დღით რაკეტის გაშვების თაობაზე. ინფრორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი აქვეყნებს.
15:51 / 06-01-2022
10, 11 და 12 დეკემბერს ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი, კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.
13:33 / 14-12-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4908
USD
USD
1
3.0794
GBP
GBP
1
4.1791
TRY
TRY
1
0.2297
RUB
RUB
100
4.0259
ამინდი
გურჯაანი -3 / 9 °C
img
საგარეჯო -3 / 5 °C
img
დ.წყარო -5 / 3 °C
img
სიღნაღი -6 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი -3 / 9 °C
img
თელავი -1 / 8 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.