პოლიტიკა
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, ხუთშაბათს(6 იანვარს) გაიმართება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით CNN ავრცელებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთმა მოითხოვა. ჯო ბაიდენი კი დათანხმდა, რადგანაც „მიაჩნია, რომ როცა საქმე რუსეთს ეხება, ლიდერებს შორის პირდაპირ დიალოგს ვერაფერი შეცვლის“.

“ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს ევროპელ მოკავშირეებთან აქტიურ კონსულტაციებს, რათა მოახდინოს საერთო მიდგომის კოორდინაცია უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საპასუხოდ“.

17 დეკემბერს რუსეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საკუთარი წინადადებების ორი პროექტი წარმოადგინა. ერთი დოკუმენტი მიემართება ნატოს, მეორე - აშშ-ს. მოსკოვის საკვანძო მოთხოვნაა ნატოს უარი აღმოსავლეთისკენ შემდგომ გაფართოებაზე.

მოსკოვი გარანტიებს მოითხოვს დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების ფონზე. დასავლეთი რუსეთს ბრალს სდებს უკრაინაში შეჭრისთვის მზადებაში. აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის კვლავ ხელყოფის შემთხვევაში მოსკოვს უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები მოელის. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოხატა,”-ნათქვამია სტატიაში.
| Print |
FaceBook Twitter Google