პოლიტიკა
ხუთი სახელმწიფოს ერთობლივი განცხადება ბირთვული ომის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა ქვეყანამ-ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის ფედერაციამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა- ერთობლივი განცხადება გააკეთა ბირთვული ომის თავიდან აცილებასა და გამალებული შეიარაღების დაუშვებლობაზე.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ჩინეთი „საკუთარ უმთავრეს პასუხისმგებლობად მიიჩნევენ სტრატეგიული რისკების შემცირებასა და ომის დაუშვებლობას ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ბირთვულ ომში არ შეიძლება იყვნენ გამარჯვებულები და ის არასოდროს უნდა დაიწყოს.“

მხარეებმა ასევე აღნიშნეს გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში მიღწეული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ნაკისრი ვალდებულებების დაცვის მნიშვნელობა.
| Print |
FaceBook Twitter Google