პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ იმ ძალადობას, რაც ვიხილეთ და ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია.

სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.
ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება,“- წერს საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება "თვითერზეც" გააჟღერა.
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.
| Print |
FaceBook Twitter Google