პოლიტიკა
პუტინი უარს ამბობს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ კონფერენციის მეთაურმა ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ იშინგერმა პუტინს შესთავაზა, რომ კონფერენციას ონლაინ-რეჟიმში დაესწროს, რათა მსოფლიო ლიდერებთან საკუთარი პოზიცია გააჟღეროს.

წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია თებერვლის თვეში ჩატარდება პირისპირ ფორმატში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამილა ჰარისი და კიდევ 35 სახელმწიფოს მეთაურები. მართალია, ამ ეტაპზე კამილა ჰარისის კონფერენციაზე დასწრება ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დადასტურებულა, მაგრამ ორგანიზატორები თვლიან, რომ იგი მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როგორც მისმა პრეს-მდივანმა, დმიტრი პესოკმა, განაცხადა, წელს არ აპირებს ფორუმში მონაწილეობას.

„არავითარ შემთხვევაში არ მსურს გამოვრიცხო რუსეთი. გამოიყენებს თუ არა მოსკოვი შესაძლებლობას, თავისი პოზიცია ნატოსა და აშშ-ის მიმართ არა მხოლოდ წერილობით გამოხატოს, არამედ გააცნოს ის კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას კიდევ ერთხელ, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული“, - ამბობს იშინგერი
| Print |
FaceBook Twitter Google