პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატები მოქალაქეებს ბელორუსის დატოვებისკენ მოუწოდებს
სიტუაცია რუსეთ-უკრაინის საზღვართან დღესაც დაძაბულია. დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს შედეგი ჯერჯერობით არ გამოუღია. რუსეთის პოზიცია უცვლელია.

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ და დაუყოვნებლივ დატოვონ ბელორუსი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობის გათვალისწინებით, დაძაბულობა გაზრდილია და სიტუაციის პროგნოზირება შეუძლებელია.

რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრას რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშშ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად მიიჩნევს, რასაც რუსეთი კვლავ უარყოფს. კრემლი ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რაშიც უკრაინისა და საქართველოს ალიანსში არ მიღებასა და ნატოს მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google