პოლიტიკა
დონბასში "ბოევიკებმა" ცეცხლი კვლავ გახსნეს
პრორუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის დასახლება სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით, ცეცხლი კვლავ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი და სარკინიგზო სადგური დაზიანდა.

| Print |
FaceBook Twitter Google