პოლიტიკა
რუსეთი იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია-სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს.
„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუჰანსკის "აღიარებას", რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“,-ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიაბობას.
| Print |
FaceBook Twitter Google