პოლიტიკა
ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად უწევს ოკუპაციის მძიმე შედეგებთან ბრძოლა-კახა კუჭავა
საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუჭავა ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ორი რეგიონის- დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას.

„ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცა, სასტიკად აწამა და ცხედრის გადმოცემას თითქმის ერთი თვე აჭიანურებდა.

ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად უწევს ოკუპაციის მძიმე შედეგებთან ბრძოლა. რუსეთმა, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებით, კიდევ ერთხელ , უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები.

იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება იქნება ერთიანი და პრინციპული.
ჩემი მხარდაჭერა მოძმე უკრაინელ ხალხს!“-წერს თავის ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდზე კახა კუჭავა
| Print |
FaceBook Twitter Google