პოლიტიკა
მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს-ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ანტიპუტინური კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ ზელენსკი ტვიტერზე წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გაესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ანჯეი დუდას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს“,-წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი აუცილებლად მიიჩნევს დაუყოვნებლივ სანქციებს, უკრაინის დახმარებას თავდაცვისა და ფინანსური საშუალებებითა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვას.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. რუსეთმა პუტინის გადაწყვეტილებით, „საომარი ოპერაცია“ დღეს, გამთენიისას დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google