პოლიტიკა
უკრაინამ რუსეთთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

„ეს დილა შევიდა ისტორიაში, რომელიც განსხვავებულია უკრაინისა და რუსეთისთვის“,-ამბობს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის რუსეთი ჰიტლერის გერმანიას შეადარა და თქვა, რომ „უკრაინა თავისუფლებას არავის დაუთმობს“.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა დღეს, გამთენიისას განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გატარების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია დონბასში მცხოვრები ადამიანების დაცვა, რადგან „ეს ადამიანები კიევის რეჟიმის მხრიდან, უკვე 8 წელია, გენოციდს განიცდიან“.

ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკები 21 თებერვალს აღიარა. ახლა კი, ამბობს, რომ რუსეთის კონსტიტუციის გათვალისწინებით, იგი ვალდებულია „დაეხმაროს“ დონეცკში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელმაც „დახმარება სთხოვა“.
| Print |
FaceBook Twitter Google