პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის სრულუფლებიან ელჩს, იგორი დოლგოვს შეხვდა. დოლგოვმა შალვა პაპუაშვილს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტური და მტკიცე რეაგირებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სუვერენიტეტსა და ტერიტორორიულ მთლიანობას. „ქართველი ერი დგას მოძმე უკრაინელების გვერდში“,-ამბობს პაპუაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google