პოლიტიკა
პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა

პლატფორმაზე Change.org ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა.


პეტიციის აღწერაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინი დამნაშავეა სახელმწიფო ღალატში.

"ამ აგრესიის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე ხალხი იღუპება, ინგრევა ინფრასტრუქტურა. უკრაინის სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება.

გარდა ამისა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა რუსეთის პოზიციებს მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსეთს მარგინალ ქვეყნად აქცევს.


რუსეთი შეიძლება სამუდამოდ მოწყდეს მსოფლიო ეკონომიკას, მისი მრავალმილიონიანი მოსახლეობა კი სიღარიბისა და ტექნოლოგიური დეგრადაციისთვის გაიწიროს. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთის ხალხისთვის ზიანის მიყენების მიზანმიმართულ მცდელობად შეიძლება იქნას აღქმული.

მოვითხოვ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროდან დაიწყოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან ვლადიმერ პუტინის გადაყენების პროცედურა რუსეთის კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად". - აღნიშნულია პეტიციის აღწერაში.
| Print |
FaceBook Twitter Google