პოლიტიკა
რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე გაიმართება
უკრაინა თანახმაა რუსეთს ბელარუსის საზღვართან ახლოს შეხვდეს და ესაუბროს , _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.


„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსებს წინასწარი პირობების გარეშე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.

ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ როგორც გამგზავრების, ასევე მოლაპარაკებისა და უკრაინული დელეგაციის უკან დაბრუნების დროს – ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, მიწაზე დარჩება,“ – წერს ზელენსკი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინის განცხადებით, მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google