პოლიტიკა
რუსეთი მის მიმართ დაწესებული სანქციებით პირველ ადგილზეა
რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცინირებული ქვეყანა გახდა. სტატისტიკის გათვალისწინებით რუსეთმა ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასაც კი გაუსწრო დაწესებული სანქციების რიცხვით.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი სარგებლის მქონე კორპორაცია castellum.AI ავრცელებს.

კორპორაციის ვებ-გვერდზე არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, 2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საერთო რიცხვმა 5532-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ირანისთვის ეს მაჩვენებელი 3616-ია.

თუკი წინა წლებში ყველაზე სანქცირებული ქვეყნების სამეულს ირანი, სირია და ჩრდ.კორეა იკავებდა, ახლა სამეულის ლიდერიც კი რუსეთია.
რუსეთის მიმართ სანქციები დაწესებული აქვს შვეიცარიას, ევროკავშირს, საფრანგეთს, კანადას, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიას.


| Print |
FaceBook Twitter Google