პოლიტიკა
რუსეთის მიერ ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილია 9 ადამიანი
რუსული ავიაციის მიერ ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად განადგურებული სახლების ნანგრევებში ნაპოვნია 9 დაღუპული ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. რუსულმა ავიაციამ ქალაქი წინა ღამეს დაბომბა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს გადარჩენილი ქალი.
| Print |
FaceBook Twitter Google