პოლიტიკა
რუსეთმა უკრაინის ქალაქი დნიპრო დაბომბა
რუსეთი უკრაინის ქალაქ დნიპროს ბომბავს, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

„დაახლოებით 06:10 საათზე ნოვოკოდატსკის რაიონში, ქალაქ დნიპროზე სამი საჰაერო დარტყმა განხორციელდა, კერძოდ, დარტყმა საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან, და დარტყმა ორსართულიან ფეხსაცმლის ქარხანაზე, რასაც მოჰყვა ხანძარი...“,-ვკითხულობთ განცხადებაში
| Print |
FaceBook Twitter Google