პოლიტიკა
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხზე
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედას თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები დათანხმდნენ უკრაინის ევროინტეგრაციას. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს.

"ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციას. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. უკრაინელი გმირი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან", - წერს ნაუსედა.

10 მარტს ვერსალის სასახლეში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების ერთობლივ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო „აღიარებს უკრაინის მისწრაფებებსა და მის ევროპულ არჩევანს“.

"ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google