პოლიტიკა
რუსეთი იწყებს ჯარში მოხალისეების მიღებას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უცხოელი მოხალისეები გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.


სააგენტოს თქმით, ამის შესახებ პუტინმა დღეს გამართულ თათბირზე განაცხადა.

„თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მოხალისეობრივ საფუძველზე, მით უმეტეს უფულოდ, ჩამოვიდნენ და დაეხმარონ დონბასის მცხოვრებლებს, მაშინ უნდა გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯი და დავეხმაროთ მათ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასასვლელად", - განაცხადა პუტინმა.

„რია-ნოვოსტი“-ს ცნობითვე, თათბირზე თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა“ მიიღეს 16 ათასზე მეტი ასეთი მიმართვა და მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რუსეთი / უკრაინა /