პოლიტიკა
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 12 000-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
ომის დაწყებიდან რუსეთის სამხედრო ძალების დანაკარგი 12 000 ადამიანს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.

„მტრის საერთო საბრძოლო დანაკარგებმა 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით დაახლოებით შეადგინა: პერსონალი- 12 ათასზე მეტი ადამიანი“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 353 ტანკი, 1165 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 125 საარტილერიო სისტემა, 58 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. გარდა ამისა, 31 საჰაერო თავდაცვის საშუალება, 57 თვითმფრინავი, 83 ვერტმფრენი, 558 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 3 გემი/ნავი, 60 ცისტერნა საწვავი და საპოხი მასალები და, ასევე 7ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.

ამასთან, ბოლო 24 საათში, რუსეთის დანაკარგები შემდეგნაირია: 266 მებრძოლი, 18 ტანკი, 60 ჯავშანტექნიკა, 2 საარტილერიო სისტემა, 2 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 2 საჰაერო თავდაცვის საშუალება და , აგრეთვე, 32 საავტომობილო ტექნიკის ერთეული.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ბრძოლის მაღალი ინტენსივობა ართულებს მხარეების დანაკარგების აღრიცხვას.
| Print |
FaceBook Twitter Google