პოლიტიკა
კიევში ცხრასართულიან შენობას ჭურვი მოხვდა - გარდაცვლილია 2 ადამიანი
კიევის ობოლონსკის რაიონში, ბოჰატირსკის ქუჩა 20-ში, ცხრასართულიან შენობას საარტილერიო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინული მედია „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო დარტყმა კიევის საავიაციო ქარხანაც მიაყენეს. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი, 7 შენობა განადგურებულია.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია უკრაინის ქალაქ როვნოს სატელევიზიო ანძაც. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კოვალის ინფორმაციით, ანძის დანგრევის გამო შეწყვეტილია ტელერადიო მაუწყებლობა.

| Print |
FaceBook Twitter Google