პოლიტიკა
ხარკოვის რეგიონის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანია გარდაცვლილი
ხარკოვის რეგიონის დაბომბვის შედეგად განადგურებული შენობების ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს, გარდაცვლილია 7 ადამიანი.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„ერთი დღის განმავლობაში 14-დან 15 მარტამდე, ხარკოვის გარნიზონის მაშველები განაგრძობდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას ომის დროს. მტერმა დაბომბა ხარკოვის საცხოვრებელი კვარტლები და რეგიონის სოფლებში არსებული ობიექტები.

საერთო ჯამში, მაშველები ხანძრის ლიკვიდაციისა და დანგრეული შენობების ნანგრევების დასაშლელად დღეში 34 ოპერაციას ატარებდნენ.“,-ვკითხულობთ განცხადებაში.

სამმართველოს თქმით, გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა კიევის, შევჩენკოს, ხარკოვის, ნოვობავარსკის რაიონებსა და იზიუმის რეგიონში.


„ღამით, დაახლოებით 23:30 საათზე მტრის ჭურვებმა დააზიანა ხარკოვის ხოლოდნოგორსკის რაიონში სავაჭრო მოედნები და საცხოვრებელი სახლები. ხანძარი სწრაფად გავრცელდა მოედნის მნიშვნელოვან ფართობზე. ხანძრის ჩაქრობაზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამასახურის 20-მდე სახანძრო-სამაშველო განყოფილება მუშაობდა.“, - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google