პოლიტიკა
უკრაინის დედაქალაქში ორდღიანი კომენდანტის საათი ცხადდება
დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომელიც 17 მარტს, 07:00 საათამდე გაგრძელდება.

ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. იგი აღნიშნავს, რომ „დღეს რთული და საშიში მომენტია“.

კიევის მერი ხალხს მოუწოდებს სახლში 2 დღის გასატარებლად მზად იყვნენ, ხოლო განგაშის სიგნალის შემთხვევაში - თავშესაფრებში.
| Print |
FaceBook Twitter Google