პოლიტიკა
რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვეღარ მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მოსკოვს კი აღარ მოუწევს, უარი თქვას სიკვდილით დასჯაზე. რუსეთი ნებაყოფლობით ტოვებს ევროსაბჭოს.

ამის შესახებ 15 მარტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, პიოტრ ტოლსტოიმ ორგანიზაციას შეატყობინა.

ცნობისთვის, რუსეთი ევროსაბჭოს წევრი 1996 წელს გახდა.

2022 წლის 25 თებერვალს რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრით მხარი დაუჭირა ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის რეკომენდაციას და წევრობა შეუწყვიტა , რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ აღარ მიიღებდა მონაწილეობას ორგანიზაციის საქმიანობაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ საშუალებები რუსეთის უფლებადამცველებთან, დემოკრატიულ ძალებთან, თავისუფალ მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთმოქმედების შენარჩუნებისთვის.

რუსეთის მიერ ორგანიზაციის ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში, ორგანიზაციიდან გასვლის თარიღად 2023 წლის 1 იანვარი მიიჩნევა, თუმცა საბჭოს მინისტრთა კომიტეტს უფლება აქვს, თავისი გადაწყვეტილებით, მოსკოვს წევრობა იმ თარიღიდან შეუწყვიტოს, რომელსაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ.
მხოლოდ ერთი სახელმწიფო, საბერძნეთი, გავიდა ევროპის საბჭოსგან 1969 წელს, პოლკოვნიკების რეჟიმის დროს. 1974 წელს, საბერძნეთის ხუნტის დაცემის შემდეგ, ქვეყანა აღადგინეს ევროპის საბჭოში.

| Print |
FaceBook Twitter Google