პოლიტიკა
ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება დაუშვებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიღებულ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში არაოფიციალური ვიზიტების გამართვას ეხმაურება.

„დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ინსტიტუტის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია.“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
14 მარტს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ქმედება ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაა.
| Print |
FaceBook Twitter Google