პოლიტიკა
"ვინ გეკითხება, თავხედო შენ"- "ალტ-ინფოს" ფართის მეპატრონე ჟურნალისტს
გურჯაანში, რუსთაველის ქუჩა #21-ში მდებარე ფართი, რომელიც "ალტ-ინფოს" მიაქირავეს, ქეთევან ხუნდაძეს ეკუთვნის.
speqtri.ge მას დაუკავშირდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ ფართი პრო-რუსულ ძალას მიაქირავა?  ამ კითხვამ მისი აღშფოთება გამოიწვია და ჟურნალისტს უთხრა, რომ კითხვის დასმა თავხედური საქციელი იყო. 

"რა პრობლემაა, რომ მივაქირავე?!  „ნაციონალების“ გარდა არავის უთქვამს, რომ ეს პრორუსული ძალაა. მე საერთოდ ყველაფერი რუსულის წინააღმდეგი ვარ. მე რაში მაინტერებს ვინ არიან, მე ვიცი, რომ ქართულია, ნეიტრალიტეტი უნდათ. მე ევროკავშირი მინდა. ჯერ „ნაციონალებთან“ გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა და მერე დამირეკეთ. ის მოიკითხეთ, ვინ მიაქირავა "ნაციონალებს" ოფისი გურჯაანში. დამიმტკიცეთ. რას ამბობენ ქართველების საწინააღმდეგოს.  მოიკითხეთ გურჯაანში, როგორი რუსეთუმეა ჩემი ოჯახი. ერთი შენ გამოდექი მარტო საქართველოს მოყვარული. თავხედური საქციელია, როცა ჩემს პირად სივრცეში იჭრებით. დამშვიდდით, დაწყნარდით, რა ტონი გაქვთ. რაც არ იცით, ნუ ლაპარაკობთ, "- განაცხადა ქეთევან ხუნდაძემ.

განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მასთან ერთად მყოფი ქალი, რომელიც ფართის მეორე მეპატრონედ გაგვეცნო და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

" რა დავაშავე ფართი რომ მივაქირავე, ვინ გეკითხება, თავხედო შენ. რაც მითხარით, აი, მაგ ყველაფერს იურიდიულ სახეს მივცემ." 

ცნობისთვის, გურჯაანში ალტ-ინფოს ოფისი 10 მარტს გაიხნა.



| Print |
FaceBook Twitter Google