პოლიტიკა
კიევის ოფიციალური პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმრთვაში რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში კიევის ოფიციალური პოზიციის შესახებ ისაუბრა. მან უკრაინის პრიორიტეტები დაასახელა.

„მინდა, რომ ახლა ყველამ მომისმინოთ, უკრაინის ყველა მოქალაქემ. მოლაპარაკებები გრძელდება. ჩემი პრიორიტეტები მოლაპარაკებში სრულიად გასაგებია: ომის დამთავრება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობიას აღდგენა. რეალური გარანტიის მიღება ჩვენი მხარისთვის, ჩვენი ქვეყნის რეალური დაცვა ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის ყოველდღიურად მართავს ბევრ შეხვედრას რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად, აგრეთვე - მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად.

უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს წინასწარი, 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ძალების უკრაინიდან გასვლას იმ შემთხვევაში, თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და მისი შეიარაღებული ძალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს დათანხმდება.
| Print |
FaceBook Twitter Google