პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის შექმნის ინიციატივით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის, U24-ის შექმნის ინიციატივით გამოდის. უკრაინის პრეზიდენტმა წინადადებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.

„მე მივმაართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების - U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.

ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვენდოთ მოქმედ ინსტიტუტებს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის იმედად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე სწრაფად შეიცვლებიან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტიტუტები, შევქმნათ ახალი მექანიზმები; ავიყვანოთ ისინი, რომლებიც გაბედულად გააკეთებენ იმას, რასაც სამართლიანობა მოითხოვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცის დახურვის თხოვნით უკვე რამდენჯერმე მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა რუსეთმა ვერ განახორციელოს საჰაერო დარტყმები უკრაინაზე, თუმცა NATO აცხადებს, რომ ამას შესაძლოა ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google