პოლიტიკა
ევროკავშირს მყისიერი რეაგირების ახალი შენაერთი ეყოლება
21 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ეყოლება ახალი სამხედრო შენაერთი.

ახალი შენაერთი 2025 წლიდან ბრძოლისუნარიანი იქნება, მის ბირთვს კი გერმანია უზრუნველყოფს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, „გერმანიას შეუძლია, შენაერთის ბირთვის უზრუნველყოს“.

ახალი შენაერთი ევროკავშირის „უშიშროების პოლიტიკის კონცეფციის სტრატეგიული კომპასის“ ნაწილია. შენაერთი 5000 ჯარისკაცის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი და უზრუნველყოფს სწრაფ და მყისიერ რეაგირებას.

„ამ ნაბიჯით ევროკავშირს ექნება "ინსტრუმენტების საჭირო ნაკრები“, რათა ნატოსთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში „რეალური გეოპოლიტიკური მოთამაშე“ გახდეს, - წერს ტვიტერზე ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ედგარ რინკევიჩი.
| Print |
FaceBook Twitter Google