პოლიტიკა
IT სპეციალისტები რუსეთს ტოვებენ
რუსეთი შესაძლოა 70-დან 100 ათასამდე აი-ტი სპეციალისტმა დატოვოს. ფედერაცია უკვე 50-დან 70 ათასამდე სპეციალისტმა უკვე დატოვა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა Baza ავრცელებს, რუსეთის ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ხელმძღვანელის, სერგეი პლუგუტარენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
პლუგოტარენკოს თქმით, ქვეყნიდან გასული აი-ტი სპეციალისტების რაოდენობა უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა გაძვირებული ავიაბილეთები, მკვეთრად გაზრდილი საცხოვრებლის ფასები და ტრანზაქციების განხორციელების შეუძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ რუსმა ოპოზიციონერებმა და დევნილობაში მყოფმა საზოგადო მოღვაწეებმა შექმნეს რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი, რათა მხარი დაუჭირონ იმ რუსებს, რომლებმაც უკრაინასთან ომის გამო ქვეყანა დატოვეს.

კომიტეტის წევრები იურიდიული საკითხების მოგვარებაში, საცხოვრებელი დოკუმენტების, ვიზების მიღებასა და საბანკო ანგარიშების გახსნაში დახმარებას სთავაზობენ მათ, ვინც "ვერ ხედავს შესაძლებლობებს, იცხოვროს პუტინის რუსეთში."

| Print |
FaceBook Twitter Google