პოლიტიკა
მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაცია წყვეტს რუსეთთან თანამშრომლობას
სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT მეტეოროლოგიური მონაცემების რუსეთისთვის გაზიარებას წყვეტს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა NEXTA ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, მეტეოროლოგიურმა მონაცემებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური თავდასხმის დაგეგმვაში.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე რუსეთთან თანამშრომლობაზე უკვე სამმა მსგავსი დანიშნულების ორგანიზაციამ თქვა უარი.
| Print |
FaceBook Twitter Google