პოლიტიკა
ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებულ ძალებს შორის -სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის.

ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მის კოლეგებს დასავლეთში ნამდვილად ესმით მათ მიერ ინიცირებული საკითხის მნიშვნელობა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობისმყოფელები უნდა გაგზავნონ, იმედი მაქვს ესმით, რაზე საუბრობენ. ეს იქნება სწორედ ის პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც ყველას არა მხოლოდ სურს თავიდან აიცილოს, არამედ მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ არ უნდა მოხდეს,“- განაცხადა ლავროვმა.
| Print |
FaceBook Twitter Google