პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკთან დავა მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკთან, Credit Suisse-თან, ხანგრძლივი სასამართლო დავა მოიგო.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

ბანკს შესაძლოა, 500 მილიონამდე დოლარის გადახდა დაეკისროს.

საქმე ბანკისის ყოფილ თანამშრომელს, პატრიკ ლესკადრონს უკავშირდება. გამოცემის ცნობით, ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკთან სასამართლო დავა 2011 წელს დაიწყო, რათა დაებრუნებინა თანხა, რომელიც ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა მიითვისა.

ბერმუდის სასამართლო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.
| Print |
FaceBook Twitter Google