პოლიტიკა
მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს - ვოლოდიმირ ზელენსკი
მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, არ უნახავს არც მსგავსი განადგურება და არც სამხედრო დანაშაული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ეს მთელი ერის დაპყრობისა და მეზობელი ქვეყნის დამონების მცდელობაა.

„დღეს საშინელი გამოცდის ერთი თვეა - ერთი თვე შეუსრულდა სრულმასშტაბიან ომს, რომელიც რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოიწყო. მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, არ უნახავს არც მსგავსი განადგურება და არც მსგავსი სამხედრო დანაშაული. გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 1000-ებს აღწევს, განადგურებულია ათობით ჩვენი ქალაქი.

რუსი ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, წვავენ საცხოვრებელ კვარტლებსა და სახლებს, აფეთქებენ საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსაც კი ესხმიან თავს რეაქტიული არტილერიით, განადგურებულია ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება და 200-ზე მეტი სკოლა, ისინი ბომბავენ უნივერსიტეტებს, ანადგურებენ ნებისმიერ ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისთვის. რას ემსახურება რუსეთის მსგავსი ქმედება? რისთვის ხორციელდება მსგავსი ტერორი ჩვენ წინააღმდეგ ? ეს მთელი ერის დაპყრობის მცდელობაა, მეზობელი ქვეყნის დამონების მცდელობა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
| Print |
FaceBook Twitter Google