პოლიტიკა
რუსეთი ნაბიჯებს დგამს დეესკალაციისკენ - ვლადიმირ მედინსკი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან დღეს გამართულ მოლაპარაკებას კონსტრუქციული უწოდა.

მოლაპარაკების შემდეგ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დგამს სამხედრო და პოლიტიკურ ნაბიჯებს დეესკალაციისკენ.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით რუსული მედია „ტასი“ ავრცელებს.

რუსეთის მხრიდან გადადგმულ სამხედრო ნაბიჯში მედინსკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას გულისხმობდა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობას „კარდინალურად შეამცირებს“.

რუსულმა მხარემ უკრაინისგან მიიღო „გასაგებად ფორმულირებული პოზიცია ხელშეკრულებაში ჩასართავად“. მედინსკის თქმით, რუსეთი ამ წინადადებებს უახლოეს ვადებში განიხილავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინისგან მიიღო წერილობითი წინადადებები, რითიც ადასტურებს სწრაფვას ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსისკენ, რაც ასევე მოიცავს უარს მასობრივი განადგურების იარაღის ყველა სახეობის წარმოებასა და განთავსებაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google