პოლიტიკა
ომის დაწყებიდან უკრაინა 4 000 000-მა მოქალაქემ დატოვა
უკრაინა ომის დაწყებიდან დღემდე ოთხმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. 2 300 000 უკრაინის მოქალაქე პოლონეთმა შეიფარა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ტვიტერზე ავრცელებს.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობა 6 500 000 ადამიანს შეადგენს. 13 მილიონი უკრაინელი ომის დროს დაზარალებულ რეგიონებში რჩება და გამოსვლას ვერ ახერხებს.

გაეროს განცხადებით, მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი ყოველწლიურად იზრდება.
| Print |
FaceBook Twitter Google