პოლიტიკა
უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესია იკრძალება
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია იკრძალება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის ვერხოვნა რადას კანონპროექტი წარედგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი, „უკრაინის მართლმადიდებელი“ ეკლესიის აკრძალვას.

კერძოდ, 48 საათის განმავლობაში მოსკოვის დაქვემდებარებაში არსებული საეკლესიო ხელისუფლების მთელი ქონებისა და ასევე რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების მართვის ნაციონალიზებას.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეკლესია ასევე დაკარგავს არქიტექტურული ძეგლების, მაგალითად, კიევ-პეჩორის ლავრის, პოჩაევის მონასტრისა და სვიატოგორსკის ლავრის მართვის უფლებას.

„სინდისის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე“ სამრევლოებს, მონასტრებსა და სემინარიებს ახალი ეკლესიის ასარჩევად 14 დღე მიეცემათ.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან, უკრაინის ტერიტორიასა და დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების ეპარქიები და მრევლი მკვეთრად აკრიტიკებენ რუსეთის პატრიარქ კირილეს უკრაინაში მიმდინარე ომის უგულებელყოფის გამო.

უკრაინელები სულ უფრო ხშირად მოითხოვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრულ გამოყოფას.
| Print |
FaceBook Twitter Google