პოლიტიკა
რას მოიცავს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტი
ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი, მეხუთე პაკეტი დაუწესა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა.

მისივე თქმით, რუსეთისადმი დაწესებული მორიგი სანქციები უკანასკნელი არ იქნება.

„ჩვენ ისევ უნდა გავაძლიეროთ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, ამიტომ გთავაზობთ ჩვენი სანქციების გამკაცრებას, ისინი ზღუდავს კრემლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ისინი რუსეთზე გაცილებით ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ჩვენზე, მაგრამ ეს არ იქნება ჩვენი უკანასკნელი სანქციები“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, გარკვეულ მომენტში ევროკავშირს მოუწევს რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა, რათა რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე აგოს პასუხი და ომი შეწყვიტოს.

ცნობისთვის, რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი მოიცავს: რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას; ევროკავშირის პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვას და 4 რუსული ბანკისთვის ტრანზაქციების სრულ აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ ბანკებს შორისა VTB-იცაა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი წელიწადში 4 მლრდ ევროს შეადგენს, წიაღისეულზე დაწესებული სანქცია რუსეთის შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
ევროკომისია დამატებით განიხილავს რუსული და ბელარუსული საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორებისთვის აკრძალვების დაწესებას.

სანქციები ასევე შეეხება რუსეთში კომპიუტერული და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტსაც.
| Print |
FaceBook Twitter Google