პოლიტიკა
უკრაინის ვერხოვნა რადა საქართველოს მოქალაქეებს მადლობას უხდის
უკრაინის ეროვნული რადა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ უკრაინის რადა ტვიტერზე წერს.

„გმადლობთ, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, - ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული რადა საქართველოს მოქალაქეებს ბუჩას ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია-პერფორმანსისთვის უხდის მადლობას.

აქცია-პერფორმანსი გუშინ, 6 აპრილს გაიმართა და ქართველი ხალხის მხრიდან ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის არმიის მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.

| Print |
FaceBook Twitter Google