პოლიტიკა
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ვიზიტზე
თბილისის მერი კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, როდესაც უკრაინაში ომია და ადამიანები იხოცებიან, ასეთი ვიზიტები მიუღებელია.

"რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი, მაშინ, როდესაც მეგობარი ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება, ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები და ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია", -ამბობს კახა კალაძე.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის მიმართ მთელი მსოფლიოს მხრიდან სანქციების დაწესების ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი აგრესორ სახელმწიფოში ჩავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებიდან და პარტიას თავად არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.
| Print |
FaceBook Twitter Google