პოლიტიკა
დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს - ვიტალი კლიჩკო
რუსულმა სამხედრო ძალებმა დღეს დილით კიევს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
"მეგობრებო! დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო თავისი "ტელეგრამის" გვერდზე.

მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ უყურადღებოდ არ დატოვონ საჰაერო სიგნალიზაცია. ხოლო მათ, ვინც ქალაქი ადრე დატოვა და უკვე აპირებენ კიევში დაბრუნებას, სთხოვს, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში.


| Print |
FaceBook Twitter Google