პოლიტიკა
პუტინის ნათლიმამა საკუთარი თავის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას ითხოვს
უკრაინაში დაპატიმრებული პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი ვიდეომიმართვაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, რომ ქალაქ მარიუპოლიდან უკრაინელ ჯარიკაცებსა და სამოქალაქო პირებზე გაიცვალოს.

მედვედჩუკის ვიდეომიმართვას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნათლიმამაა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში.

12 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი დაკავებულია უკრაინიდან გაქცევის მცდელობისას დააკავეს. 16 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google