პოლიტიკა
რუსეთი მსოფლიოს დაშინების უკანასკნელ იმედს კარგავს - დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება. ამის შესახებ კულება ტვიტერზე წერს.

25 აპრილს სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის პროგრმის, „დიდი თამაშის“ ეთერში განაცხადა, რომ დღეს ბირთვული ომის საშიშროება რეალურია, თუმცა ამ ომის არ დაშვება რუსეთის „პრინციპული პოზიციაა“.

„ეს არის ჩვენი ამოსავალი და, რა თქმა უნდა, ძალიან არ მინდა, რომ ახლა, როდესაც რისკები მეტად არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად იზრდებოდეს, მსურველები კი, მრავლად არიან. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და მისი სათანადოდ ვერ-შეფასება შეუძლებელია“, - განაცხადა ლავროვმა.

დმიტრო კულებას შეფასებით მსგავსი განცხადებები „ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი გრძნობს უკრაინაში საკუთარ მარცხს“.

კულება თვლის, რომ რუსეთი მსოფლიოს დაშინების უკანასკნელ იმედს კარგავს. რუსეთის მიზანია, ბირთვული ომის შიშით მსოფლიომ უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე.

დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, რომ გააორმაგოს ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა გაიმარჯვონ და ევროპისა და გლობალური უსაფრთხოება უზრუნველყონ.


| Print |
FaceBook Twitter Google