პოლიტიკა
საქართველო შევსებული კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას ხვალ გადასცემს
საქართველომ დაასრულა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა. შევსებულ კითხვარს ქართული მხარე ევროკომისიას ხვალ, 10 მაისს გადასცემს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განმარტებით, კითხვარის მეორე ნაწილი ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებასაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მისი ინფორმაციით, შემდგომი ნაბიჯი გახლავთ აღნიშნულ დოკუმენტზე ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი დასკვნის მომზადება.

აღსანიშნავია, რომ კითხვარის პირველი ნაწილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა.


| Print |
FaceBook Twitter Google